ისტორია წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში . 1873 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა, ხოლო 1900 წელს — ბიბლიოთეკა. 1912 წელს ლანჩხუთში იდგა წმინდა გიორგისა და ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიები. ნათლისმცემლის ეკლესია ქვის იყო და ქვისავე გალავანი ჰქონდა, ხოლო წმინდა გიორგის ეკლესია კი ხით იყო ნაგები. მოქმედებდა ორკლასიანი საქალებო სკოლა. რაიონული ცენტრი გახდა 1930 წელს. ქალაქად გამოცხადდა 1961 წელს. გეოგრაფია მდებარეობს გურიის დაბლობზე , ზღვის დონიდან 20 მ. ლანჩხუთში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 13,8 °C, იანვარში 4,2 °C, ივლისში 23 °C, ნალექებია 1980 მმ წელიწადში. ქალაქი დაშორებულია თბილისიდან 274 კმ-ით, ბათუმიდან 85 კმ-ით, ფოთიდან 42 კმ-ით. ლანჩხუთში არის რკინიგზის სადგური სამტრედია - მახინჯაურის ხაზზე. გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12 . ეტიმოლოგია...